სასამართლოში დღეს ნიკა მელიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო დარბაზში მის გამოჩენას აღფრთოვანება მოჰყვა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს წონაში საკმაოდ აქვს დაკლებული.
ეს ფაქტი არ გამორჩენია, მის თანამებრძოლებს. პროცესის დაწყებამდე მელიას გიგი უგულავამ უთხრა, რომ „კარგ ფორმაში“ იყო, მელიამ კი უპასუხა, რომ სუპების დახმარებით 19 კილო დაიკლო.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.







