ამ წუთებში ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დისტანციურ რეჟიმში ტარდება, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილიც ესწრება.
ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა აქვეყნებს.
“დღეს, სასამართლო დისტანციურ რეჟიმში განიხილავს მსოფლიოს 31-ე ჩოგანის, ნიკა ბასილაშვილის საქმეს. სასამართლოში მხარეები, საქმეში არსებული მტკიცებულებათა დასაშვებობას განიხილავს. ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების დაუშვებლობაზე.. პროცესი ნიკოლოზ ბასილაშვილის უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს” – წერს ჭკადუა.









