ოპერის მომღერალი ნინო მაჩაიძე დღეს ქალიშვილის დედა გახდა. სოპრანოს პატარა ელენა შეეძინა. მომღერალი, სოციალურ ქსელში, ორსულობის პერიოდის ფოტოების გამოქვეყნებისგან თავს არ იკავებდა. დღეს კი ახალაშობილის სახის მცირე ფრაგმენტი გაგვიზიარა.

ქალიშვილის დაბადებით ბედნიერი მამა, იტალიელი მომღერალი, გვიდო ლოკონსოლო სოციალურ ქსელში წერს.
გვიდო ლოკონსოლო: – ნამდვილად ვერ ვითმენდით შენს ნახვას და ახლა, როდესაც ჩვენთან ხარ, ეს არის ნეტარება, აღფრთოვანება და თავდაჯერებულობის განცდა.
შენ ხარ სიხარული და სილამაზე.
კეთილი იყოს შენი მობრძანება აქ, ჩვენთან, ელენა! მამიკო…









