მსახიობი, ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი და ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მშობლები დღეს გახდნენ. მათ პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს ვაჟი ჰყავს, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. აჩიკოსა და ნუცას უკვე ულოცავენ სოციალურ ქსელებში.
წყვილმა გუშინ ინსტაგრამის პირად გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. “რამდენიმე საათით ადრე, დიდ შეხვედრამდე” – ასე დაასათაურა ნუცამ სურათები.

ნუცა და აჩიკო 2012 წელს დაქორწინდნენ, წყვილმა ჯვარი ლურჯ მონასტერში დაიწერა, თუმცა ჯვრისწერის შემდეგ, ისინი თავიანთი ქორწილიდან გაიპარნენ.








