ორშაბათი, აპრილი 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა…” – როგორ დაიკლო მანანა კოზაკოვამ წონაში

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
იანვარი 7, 2021
- მთავარი ამბავი.., სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
“ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა…” – როგორ დაიკლო მანანა კოზაკოვამ წონაში
1.6k
გაზიარება
8.8k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

მანანა კოზაკოვამ პანდემიის პირობებში ახალი საქმე წამოიწყო, რომელიც გარკვეული შემოსავლის წყაროცაა და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში ის გულის გადაყოლებაშიც ეხმარება.

მანანა კოზაკოვა: მე, თამუნა ბუხნიკაშვილი და დამხმარე ქალბატონი ნია დიდხანს ვფიქრობდით, რა გაგვეკეთებინა. კერვა მე არ მეხერხება და ამ საქმეს ქალბატონი ნია აკეთებს. მე ვდიზაინერობ (იცინის). გეტყვით, როგორია ჩემი დამოკიდებულება სამოსისადმი. ახალგაზრდა რომ ვიყავი, საერთოდ არ მაინტერესებდა, რა მეცვა. შემეძლო, ერთი და იმავე ტანსაცმლით მევლო და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობდი, ვამტკიცებდი, რომ განვითარებისთვის სამოსს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ასაკთან ერთად გაიღვიძა იმან, რაც ჩემში ბავშვობაში დაილექა. ამ მხრივ, ძალიან შევიცვალე და ახლა სტილსა და შესაბამისი სამოსის შერჩევას დიდ ყურადღებას ვუთმობ. პანდემიის დროს რომ უსაქმოდ დავრჩი, ძალიან გამიჭირდა. ვფიქრობდი, რით შეიძლებოდა, დავკავებულიყავი და მოვიფიქრე. ამ სიტუაციაში კაბას ვერ იყიდი, საჭირო არაა, სად უნდა ჩაიცვა?! მაგრამ სუპერმარკეტში პურზეც რომ ჩადიხარ, ხომ გინდა, კარგად გამოიყურებოდე და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ისეთი დეტალები შეგვექმნა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ სამოსს ხალისს შემატებს და ქალურობასაც ხაზს გაუსვამს. ქალბატონმა ნუნუ ბენდუქიძემ ძალიან ძვირფასი ჰალსტუხები მაჩუქა და მათგან ჟილეტის, საყელოსა და სხვა დეტალების შექმნა დავიწყე. ახლა უკვე ბევრი იდეა დამიგროვდა, საახალწლოც და ყოველდღიურიც. სამკაული იქნებოდა თუ სამოსი, სახლში რაც კი რამე მებადა, ყველაფერი დავშალე (იცინის). ლევანი მეხუმრება, თუ ყველაფერი დაშალე, რაღა გამოვაო. ეს საქმე საკუთარი სიამოვნებისთვის წამოვიწყე, მაგრამ იმდენი რამ დაგვიგროვდა, რომ გაყიდვაზეც დავიწყე ფიქრი.
– ბატონი ლევანი როგორ უყურებს ამ ამბავს?
– ბატონი ლევანი ძალიან ჩართულია პროცესში. ამბობს, რომ ის კრიტიკოსია და მითითებებს გვაძლევს, ბოლო სიტყვა მისია. მე დირექტორს მეძახის (იცინის).
– შემოსავლის წყაროსთან ერთად, ამ რთულ ვითარებაში ეს რეაბილიტაციის პროცესიცაა, არა?
– უფრო ეგ არის. ძალიან განვიცდი, რაც ჩვენს თავს ხდება, ძალიან ცუდად ვარ. ეს საქმე რაღაც დოზით დამეხმარა, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვერევი. თვითმკურნალობა ჯერ ვალერიანის წვეთებით დავიწყე, მერე სხვა წამალი დავლიე, მერე კიდევ სხვა. არადა, წამლების თვითნებურად მიღება ძალიან ცუდია, შეიძლება, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე. ამიტომ ნევროპათოლოგს მივმართე, მივხვდი, რომ საჭირო იყო. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან მშველის-მეთქი, მთლად მართალი არ იქნება.
– კარგ ამბებზეც ვისაუბროთ. ქალბატონები ძალიან განიცდიან ასაკის მატებას, რადგან ეს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება. თქვენს შემთხვევაში პირიქითაა, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით და თან წონაშიც საგრძნობლად დაიკელით.
– წონა რომ დავიკელი, ალბათ, ამან იქონია გავლენა. კილოგრამები ასაკსაც გმატებს. გარეგნობაზე ზრუნვა და თავის მოვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. წონას რაც შეეხება, საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ. მაშინ ტირილით გავსკდი, მაგრამ ახლა, ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრა მის ავტორს. პირშიც ხშირად უთქვამთ დანანებით, ასე რატომ გასუქდიო, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, ყველაფერი შემეცვალა. ჯანმრთელობის ამბავიც იყო, ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა, ბევრი რაღაც იყო და არც თუ ისე სასიამოვნო, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამ წელიწადში ნელ-ნელა დავიკელი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

წყარო: თბილისელები

თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved