შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი…მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა” – გივი თარგამაძემ კორონავირუსი დაამარცხა

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ნოემბერი 28, 2020
- სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
“ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი…მუცელზე წოლა აუცილებელი პროცედურაა”  – გივი თარგამაძემ კორონავირუსი დაამარცხა
186
გაზიარება
1k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი გივი თარ­გა­მა­ძე, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი საკმაოდ მძი­მე ფორმაში გა­და­ი­ტა­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას საკუთარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს მკრუნალობის პროცესში.

“ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებული

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას: 1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას. ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე. მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის  შეგრძნება. სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ – თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით – ასეც შეიძლება თქმა. სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია.  აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე.

2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში – ბალიში, ლოგინი ზოგადად – რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს. ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათ პროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი….

3. როდესაც სიპაპი თავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა – ბუშტების ბერვა. ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული. ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში. მეცხრე დღეა დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ანუ, ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი, ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, რის გამომაჯანმრთელებელ ეფექტს მუდმივად ვგრძნომ საკუთერი ორგანიზმით. მოკლედ, პნევმონიით გართულებული კოვიდი ნამდვილი ურჩხულია. მასთან ბრძოლა არის მკაცრად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. ურჩხული ოდნავ მოდუნებასაც არ გაპატიებს, გადაგყლაპავს. ბრძოლის მთელს მიმდინარეობისას შენს თვალსაწიერში არის ცხედარი. დიაღ. 14 დღეში – 11. კარგი შედეგია, მინიმალური. კარგი, რადგან 5 – კიბო. დანარჩენები – თანხმლები დაავადებები. ქრონიკა. შანსი – 0. არადა გყავს თითქმის უშანსოები, რომლებიც გადარჩნენ. ხოდა, კარგი შედეგია. არ ტეხავს თქმა. მოსულა. და ისინი შენ მაინც გეხმარებიან. გაჩვენებენ, თუ ერთ წამს მოადუნე ბრძოლა, რა სისწრაფით სად აღმოჩნდები. თუ CO-თი მოწამვლა ერთგვარად თეთრ-ცისფერი ცივი ჯოჯოხეთია, კოვიდი – ცეცხლოვანია, ალისფერი, ღაჟღაჟა, ძალზე მკვეთრი, ღია სურათია სიცოცხლისთვის ბრძოლისა და ამიტომ, უნდა იბრძოლო მუდმივად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და დამხმარეებთან ერთად თავად გამოიბრძოლო შენი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის ამის მტკიცება აღარ გინდათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი.”

Tags: კორონავირუსი
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved