ნაომი კემპბელის ბებია კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს. 50 წლის სუპერმოდელმა ჟურნალ “vogue”-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ყველა თემაზე გულახდილად ისაუბრა, განსაკუთრებულად ტკბილად კი მისი ბებია გაიხსენა, რომელიც77 წლის ასაკში, გასულ ზაფხულს დაიღუპა.
გახდა თუ არა ნაომი კემპბელის ბებიის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი, ეს ინფორმაცია სუპერმოდელმა ინტერვიუში არ დააკონკრეტა.
“ბებია ჩვენი ოჯახის უფროსი იყო. პანიკაში ჩავვარდი, როდესაც გავიგე მისი ამბავი, მიხარია რომ ჩავფრინდი მასთან და დავემშვიდობე. მე ბებომ გამზარდა. ბევრი რამ მასწავლა. შემიძლია დამოუკიდებლად მოვაგვარო ყველაფერი, მოვამზადო საჭმელი, დავალაგო სახლი და.შ. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, თუ გინდა რაღაც კარგად გაკეთდეს, ეს თავად უნდა გააკეთო ადამიანმა” – განაცხადა კემპბელმა ინტერვიუში.







