ქართველი პოლიტიკოსების შვილები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
საზოგადოების ნაწილს პოლიტიკურ ამბებზე მეტად ხშირად მათი პირადი ცხოვრება, ოჯახი, შვილები და ყოველდღიურობა აინტერესებს.
სწორედ ამიტომ „პრაიმამბები“ გთავაზობთ პოლიტიკოსების ფოტოებს მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი და მისი გოგონა მერიკო კაკულია.
როგორც ცნობილია, წულუკიანი შესანიშნავი დედაა.
ის ცდილობს, ბავშვთან ბევრი დრო გაატაროს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მერიკო მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანია.


ნიკა მელია მამა 2014 წლის 20 დეკემბერს გახდა. შვილს ალექსანდრე დაარქვა.
როგორც ჩვენთან ერთ-ერთი ინტერვიუში ანზორ მელია ამბობს, ნიკა შესანიშნავი მამაა.
„ალექსანდრეს არაფერი გამოეპარება. ახლაც ნერვიულობს ხოლმე, როცა მამას სამსახურიდან აგვიანდება.”- ამბობს ანზორ მელია „პრაიმტაიმთან“

კახა კალაძე მცირეწლოვან შვილთან, ნიკოლა კალაძესთან ერთად

თბილისის მერს 4 ვაჟი ჰყავს, თუმცა ყველაზე პატარა ნიკოლასია, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია და მამაც განსაკუთრებულად უყვარს. როგორც კალაძეების ყოველდღიური ცხოვრებიდან ჩანს, სამსახურიდან მოსული დაღლილი კახი მუდამ ახერხებს ბავშვებთან თამაშს, განტვირთვას და მათთან ერთად დროის გატარებას.

ირაკლი კობახიძე შვილთან ერთად. პოლიტიკოსი სხვადასხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებზე ხშირად ჩნდება შვილებთან ერთად.
მას ორი ვაჟი ჰყავს.



გიორგი ვაშაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად.
მიხეილ, დავით და ანასტასია ვაშაძეები.
ეს არის ჩემთვის ყველაფერი – ამბობს ოჯახზე გიორგი ვაშაძე.








