პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ ჰგონია, ამიტომაც შეაზილეს სახეში – ამ შინაარსის პოსტს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს.
„პოზდნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ქართველებს ეზიზღებოდათ აფხაზები, ისინი მათ მაიმუნებად თვლიდნენ და აფხაზებს ერთი სული ჰქონდათ როდის იცხოვრებდნენ ქართველების გარეშეო.
აი, ამის მთქმელს მოუნდა ყველა რეგულაციის და კანონის დარღვევით, საქართველოს დედაქალაქში პომპეზური დაბადების დღის გადახდა. პუტინის მეგობარს საქართველო მარტო ელარჯი რომ ჰგონია, ამიტომაც შეაზილეს სახეში.
მე იმაზე მეშლება ნერვები, რუსების საქართველოში ბლტაობას მარათონი რომ შეეწირა. ასმაგად გაბრაზებული ვარ“, – წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა.
სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს.







