ირინა შეიკი პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. ვარსკვლავი ქალიშვილთან, პატარა ლეასთან ერთად მანჰეტენზე სეირნობდა.
ირინა, როგორც ყოველთვის მოდურად გამოიყურებოდა, მას Skims-ის სამოსი ეცვა, რასაც By Far-ის ტრენდული, ტყავის მაღალქუსლიანი ჩექმები და შავ-თეთრი მინი ჩანთა შეუხამა.

უცხოურმა პრესამ კიდევ ერთხელ შეაფასა შეიკის გარეგნობა და დაწერა, რომ ის ყველაზე მოდური დედაა.








