პრინცესა დაიანას ახლო მეგობარი, პენი ტორტონი, ახალ დოკუმენტურ ფილმში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.
ტორტონის თქმით, “ზღაპრულ ქორწილის” წინა ღამეს, ჩარლზმა დიანას უთხრა, რომ არ უყვარდა:
“ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი რამ, რაც დაიანას ჩემთვის უთქვამს, ჩარლზის წინასაქორწინო სიტყვებია, რომ მას ის არ უყვარდა. ჩემი აზრით, ჩარლზს სურდა, ქორწილი ყალბ მოლოდინებზე არ ყოფილიყო აგებული და დაიანა წინასწარ შეგუებოდა რეალობას, თუმცა ამ სიტყვებმა მას გული გაუტეხა. ამ სიტყვების მერე იმასაც კი ფიქრობდა, რომ ქორწილს არ დასწრებოდა”.







