სამშაბათი, აპრილი 21, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

რა ფერის სამოსით შევხვდეთ ახალ წელს – დიზაინერების რჩევები

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
დეკემბერი 30, 2020
- სიახლეები
0
რა ფერის სამოსით შევხვდეთ ახალ წელს – დიზაინერების რჩევები
247
გაზიარება
1.4k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს – ეს კითხვა მუდმივად აქტუალურია დეკემბრის მიწურულს. და ყოველთვის, დიზაინერები და ასტროლოგები სხვადასხვა რჩევებს გვაძლევენ.

ასტროლოგები ამბობენ, რომ თეთრი მეტალის ხარის წელი მოდის და ღია ფერებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ალისფერი სამოსი კი, სხვა დღესასწაულისთვის გადავინახოთ. და თუ ისინი ბრჭყვიალა აქსესუარების გამოყენებისგან თავის შეკავებას გვთხოვენ, დიზაინერები საპირისპიროს გვირჩევენ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ავთანდილ ცქვიტინიძე და ქეთი ჩხიკვაძე წელს საახალწლო ღამის მთავარ ატრიბუტად – განწყობას და ჩვენთვის სასურველი სამოსის ჩაცმას ასახელებენ. აი, რა რჩევები მოგვცეს დიზაინერებმა “მთავარის დილაში”.

ქეთი ჩხიკვაძე: – ბრუნდება ქალური სილუეტი. მოდით გადაღლილმა დიზაინერებმა, წელს დაისვენეს და ახალი ერა იწყება მოდის ინდუსტრიაშიც.

რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, ჩავიცვათ ფერადი სამოსი, შეგვიძლია კარადაში ახალი სამოსის გამოძებნა, რაც წელს არ გვცმია. მთავარი კი მაინც განწყობაა, შეიძლება ხალათით შეხვდე ახალ წელს, მაგრამ ამაღლებული განწყობით. ასეთი რთული წლის ბოლოს, მაქსიმალურად უნდა შევიქმნათ გადასარევი განწყობა. ყველაფერი წინ არის.

ახალ წელს ბრჭყვიალა ყოველთვის აქტუალურია. არავის არ უნდა შეეშინდეს წითელი ფერის სამოსის ჩაცმა იმისთვის, რომ ხარის წელი მოდის.

ავთანდილ ცქვიტინიძე: – მაშინ მაგ ასტროლოგიური ლოგიკით, თოვლის ბაბუა უნდა ამოვაგდოთ ახალი წლიდან (იცინის).

მე მიმაჩნია, პირველად დადგა ის დრო, როდესაც არ უნდა მიჰყვე არანაირ მოცემულობას და ჩვენი ხასიათის პრეზენტაცია გავაკეთოთ ტანსაცმლით ისე, როგორც ჩვენ გვინდა. თუ ვინმე ამაზე ან გაიცინებს, ან გაგვაკრიტიკებს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის.

წელს ახალ წელს ყველა ოჯახში შეხვდება, დავუბრუნდით ტრადიციას. ეს მაინც ოჯახური ზეიმია. ბევრი ირმიანი ნაქსოვი ზედა ჩავიცვათ, პლედი მოვიხვიოთ, ერთი ჭიქა ღვინო მივირთვათ და დადებითი ენერგეტიკით დავიმუხტოთ. ამით შევივსებით და იმედია, უფრო კარგ წელს დავიწყებთ.

კოვიდის თემა ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა თავის კოლექციაში და ყველა ბრუნვაში ატრიალა. იმედია, პანდემია რომ დამთავრდება, ეს დიზაინერები არ გაკოტრდებიან, რადგან ისევ ფაჩუჩებით და ჰუდებით სიარული, არა მგონია, კიდევ ვინმეს მოუნდეს.

მე პირადად გამიჩნდა სურვილი, რომ შავიდან თეთრზე გადავსულიყავი. პირველად გავაკეთე გრაფიკული კოლექცია. თეთრი ფერი ახალი ფურცლიდან დაწყებაა. ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავაფერადებთ ამ თეთრ ფურცლებს. მომხმარებელს ვაძლევ არჩევანს, თვითონ შექმნას თავისი ცხოვრება და ისე გადაფურცლოს, როგორც ამის სურვილი აქვს.

 

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved