მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჯერად, ამერიკის ახალი პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არის მოქცეული. ამ რანგში მეუღლესთან ერთად, ის პირველად დელევინში გამოჩნდა, სადაც ულამაზესი ყვავილებიანი კაბა ეცვა.

ჯილ ბაიდენმა პირველი ოფიციალური წარდგენისთვის Oscar de la Renta-ს კაბა შეარჩია. კაბის შერჩევას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ის იმიგრანტმა დიზაინერებმა ფერნარდო გარსიამ და ლორა კიმიმ შექმნეს.
ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს გადახედოს ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა.
ფერად და შთამბეჭდავ კაბას, ჯილ ბაიდენმა 2020 წლის მთავარი აქსესუარი შავი პირბადეც შეუხამა.

აშკარაა, რომ ის ამერიკის გამორჩეული პირველი ლედი იქნება, რომელიც თავის როფესიულ საქმიანობას არ შეწყვეტს.







