შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა “საჩუქრებს” გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს

Prime Ambebi - Prime Ambebi
სექტემბერი 9, 2021
- Slider 1, სიახლეები
0
რა უნდა მოასწროთ 2021 წლის ოქტომბრამდე და რა “საჩუქრებს” გიმზადებთ სატურნი ზოდიაქოს ნიშნებს
254
გაზიარება
1.4k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

კარმისა და აკრძალვების, პასუხისმგებლობის, დაგეგმარებისა და სტატუსის პლანეტა სატურნი რეტროგრადული ხდება 11 ოქტომბრამდე.

ეს მოვლენა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იქონიებს გავლენას და, რა თქმა უნდა, მსოფლიო მოვლენებზეც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს წესრიგის მოყვარული პლანეტა ცუდად ეჯახება მოულოდნელობების, არსებული წესრიგის წინააღმდეგ ამბოხებისა და რევოლუციის პლანეტა ურანს. მოხდება რადიკალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირება…

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

სატურნი თითოეულ ადამიანს მოუწოდებს პასუხისმგებლობისა და სერიოზულობისკენ. განსაკუთრებით 29-30 წლის ასაკში მყოფებს (სატურნის დაბრუნების პერიოდი). ხოლო თუ რას გპირდებათ სატურნი კონკრეტულად თქვენ, 23 მაისიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზის, და თუ პირადი რუკა შედგენილი გაქვთ, მთვარისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვითაც.

ვერძი

სატურნის გავლენით შეიძლება შეიცვალოს იმ ორგანიზაციის ან ჯგუფის სტრუქტურა, სადაც გაერთიანებული ხართ ან მუშაობთ. მოხდება გადაფასება თქვენი შესაძლებლობების, სამომავლო გეგმების, მეგობრების, მათდამი თქვენი დამოკიდებულების. შეიძლება ძველ მეგობართან მოგიწიოთ ცოტა ხანით დაშორებამ. თუ რომელიმე კლუბის ან ჯგუფის წევრი იყავით შეიძლება ან შეცვალოთ პირობები ან ცოტა ხნით “გაყინოთ”. თუ შეიცვლით ონლაინბიზნესის თემას, კონცეფციას.

კურო

სამსახურში მოსალოდნელია უფროსის შეცვლა. თუ დაწინაურებას აპირებდით ან ახალი პროექტის განხორციელებას, ცოტა ხნით შეგიფერხდებათ ან გადაკეთება მოგიწევთ. თუ პენსიაზე გასვლას აპირებდით, ოქტომბრამდე დარჩენას და მუშაობას შემოგთავაზებენ. თუ ზაფხულში ქორწილი ან განქორწინება გქონდათ ჩაფიქრებული, შემოდგომაზე გადაიწევს. შეფერხება მოსალოდნელია მისამართის შეცლის პროცესშიც.

ტყუპი

სარტურნი სერიოზული პლანეტაა და მისი გავლენით ან თავით გადაეშვებით სწავლაში, ან ცოტა ხნით შეაჩერებთ, აკადემიურს აიღებთ. ან თუ პედაგოგი ხართ, შეიძლება შემცირდეს მოსწავლეების რაოდენობა. წიგნის გამოცემა თუ გქონდათ გადაწყვეტილი, რედაქტირებას ან გადაკეთებას მოგთხოვენ. საზღვარგარეთ მოგზაურობის გეგმა ზაფხულში შეიძლება შეგეცვალოთ. აგრეთვე, შემოდგომისთვის გადაიწევს ვიზის, უცხოეთის პასპორტის, ემიგრანტის სტატუსის მიღების საკითხი.

კირჩხიბი

შეგეცვლებათ ფინანსური გეგმები, ბიუჯეტი (სულაც იმ მიზეზით, რომ პარტნიორმა შეიძლება დაკარგოს სამსახური). შეგიფერხდებათ გარკვეული თანხების მიღება (დაზღვევა, ალიმენტი, მემკვიდრეობა, სუბსიდია) ან მიიღებთ მცირე თანხას, არა იმდენს, რასაც ელოდით, “გაიყინოს” თანხა. თუ ფულის დაბანდებას გადაწყვეტთ, ფულს წვალებით აიღებთ, უკმაყოფილო იქნებით პირობებით. სატურნის რეტროგრადულობის დროს გარისკვა არ ღირს. არ გირჩევთ არც ვალის აღებას.

ლომი

სატურნი ურთიერთობაზე იქონიებს გავლენას. შეიძლება გაიყინოს ურთიერთობები (საქმიანიც და სასიყვარულოც) ან კონტრაქტი, რომელიც მზად გქონდათ. შეიძლება შეგიმცირდეთ კლიენტების რაოდენობა, თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთან მუშაობაზე იყო აგებული. თუმცა, შეიძლებაა სატურნმა სერიოზული კლიენტებიც კი “მოგიყვანოთ”. ზოგიერთი მოემზადება ქორწინების ან განქორწინებისთვის. ბიზნეს მოლაპარაკებები ან ყოფილ პარტნიორთან (თუნდაც ქონების გაყოფის გამო) შეფერხდება ოქტომბრამდე.

ქალწული

სატურნი მოგიწოდებთ მეტი დაკვირვება გამოავლინოთ ჯანმრთელობისა და სამსახურის მიმართ. ზოგიერთს შეიძლება, ცოტა ხნით ძველ სამსახურში დაბრუნება შემოგთავაზონ ან უნდა გადააკეთოთ ის საქმე, რაც ადრე ჰქონდათ შესრულებული. სამსახურში შეფერხდება ახალი პროექტების განხორციელება. სამაგიეროდ, კარგი დროა, ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. შემოდგომამდე ახალი სამსახურის ძიებას არ გირჩევთ. შემოდგომამდე მოაგვარებთ სარემონტო სამუშაოებს. ზოგიერთს მოგინდებათ ძვლების გაძლიერება, კბილების მკურნალობა, სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება. ქალწულების უმეტესობამ უნდა შეადგნოთ დღის, ჯანსაღი ცხოვრების განრიგი.

სასწორი

შეგიმცირდებათ რომანტიკული ურთიერთობები, გართობა. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში გულსაც გამოიკვლევთ. დაფიქრდით, რა არ მოგწონთ საკუთარ თავში და 11 ოქტომბრის შემდეგ გამოასწორეთ. შეყვარებულების ურთიერთობა შეიძლება გაცივდეს ან დროებით, სწავლის, მუშაობის გამო გაწყდეს. ზოგიერთმა კი შეიძლება განაახლოთ ძველი რომანტიკული კავშირი ან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ ძალიან ძველ ნაცნობთან. მოსალოდნელია ბიზნესის რეორგანიზება. თუ ქალბატონ სასწორებს გსურთ შვილის გაჩენა, რეტრო სატურნი საუკეთესო დროა ორგანიზმის მოსამზადებლად მშობიარობისთვის. თუ უკვე გყავთ შვილი, შეიძლება მასთან ან გაგიცივდეთ ურთიერთობა ან ცოტა ხნით დაშორდეთ ერთმანეთს.

მორიელი

სატურნის გავლენით შეიძლება რემონტი დაიწყოთ სახლში, გადააკეთოთ რამე, გადააადგილოთ ავეჯი. თუ სახლის აშენების მოთხოვნაზე გაქვთ განაცხადი, შეიძლება შეგიფერხდეთ. თუ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას აპირებდით, რაღაც მიზეზის გამო გაგიჯანჯლდებათ საქმე. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება, შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ან გადაწყვიტოთ ძველი ოჯახური ტრადიციების აღდგენა. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა. ზოგსაც გაგირთულდეთ ურთიერთობა მშობლებთან და ცოტა ხნით გაცივდეს კავშირი.

მშვილდოსანი

შეფერხებაა მოსალოდნელი საბუთების შედგენისას ან შეიძლება, უკვე არსებულები გადააკეთოთ. სატურნი მოგიწოდებთ დაკვირვებით ისწავლოთ ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ცოდნა გაიღრმაოთ. გაგიხსენებენ დიდი ხნის უნახავი ნათესავები ან გაცივდება ურთიერთობა და-ძმებთან. შემოდგომამდე არ გირჩევთ ავტომობილის შეცვლას. პირიქით, გაარემონტეთ. ზოგიერთი ესტუმრება ადგილებს, სადაც დიდი ხანი არ ყოფილა.

თხის რქა

სატურნი მოგიწოდებთ, შემოსავალს, ფინანსურ საკითხებს მიაქციოთ ყურადღება. შეიძლება შეგიმცირდეთ ფულის რაოდენობა ან წყარო, ზოგიერთი დაფიქრდება ძველ სამსახურში დაბრუნებაზე… ან ახალი შემოსავლის ძიებას დაიწყებს. თუ დაწინაურებას ან ხელფასის მომატებას ელოდებით, ცოტა გაჯანჯლდება. შეიძლება გადაწყვიტოთ თქვენი მატერიალური მოთხოვნების შეზღუდვა. უარი თქვათ საკუთარი თავისთვის რაღაცის ყიდვაზე. კარგია ცოდნის გაღრმავება, რაც შემოდგომიდან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგცემთ.

მერწყული

ახლა სატურნი მერწყულში იმყოფება, თქვენს ნიშანში და მოგიწოდებთ დაგეგმარებისკენ, სერიოზულობისკენ, პასუხისმგებლიანობისკენ. გადაწყვეტთ, მეტი სერიოზულობა, სოლიდურობა გამოავლინოთ სამსახურში, გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი გადაწყვეტს ზედმეტი წონის დაკლებას და კარგ შედეგსაც მიიღებს. შეიძლება შეგეცვალოთ სამსახური, დაგჭირდეთ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. მოერიდეთ თვითიზოლირებას, დეპრესიულობას. დასახეთ მიზანი, რომელსაც კარგად ჩამოაყალიბებთ და შემოდგომაზე განახორციელებთ. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ მისამართი.

თევზები

გაგიჩნდებათ ეზოტერიკაში გაღრმავების სურვილი. წარსულის გარკვევა. ზოგიერთმა შეიძლება იზოლაციაში ყოფნა გადაწყვიტოს ან ცოტა ხნით განმარტოებით დაისვენოს. ზოგიერთი მოინახულებს ისეთ წმინდა ადგილებს, რაც სულიერებას შეუცვლის. ზედმეტი სამუშაოს ან გარემო პირობების გამო შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თავისუფლებას გიზღუდავენ. მოგიწევთ ძველი ვალების გადახდა. ზოგიერთი გადაწყვეტს ზედმეტი წონის დაკლებას, მავნე ჩვევებთან დამშვიდობებას. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას.

Tags: ასტროლოგია
Prime Ambebi

Prime Ambebi

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved