სახე ადამიანის სავიზიტო ბარათია და შესაბამისად მისი მოვლის სხვადასხვაგვარი პროცედურები არსებობს.
სახის ყინულით გაწმენდა უძველესი მეთოდია, რომელსაც კანის სიჯანსაღისთვის ქალები მრავალი წელია მიმართავენ.
ამ მეთოდით უვლიდნენ სახის კანს მერლინ მონრო და მარლენ დიტრიხი, თუმცა კოსმეტოლოგები მის გამოყენებას არ გვირჩევენ.
სახეზე ყინულის ფიგურების დადება, თვალების ქვეშ შავი წრეები მოსაშორებლად უკონკურენტო საშუალებაა. ახდენს კანის ტონირებას და ასევე აუფერულებს სისხლჩაქცევებს. ამავე დროს ის ძალიან ეკონომიური საშუალებაა.
იმის შესახებ, როგორ ჩავიტაროთ ყინულის პროცედურები სახლში ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

რა უპირატესობა აქვს ყინულის პროცედურას?
ამ პროცედურას უამრავი უპირატესობა აქვს. ყინული ხსნის შეშუპებას, სისხლჩაქცევებს და ღამით წარმოქმნილ ე.წ. ჩანთებს თვალის ქვეშ.
ეს თერმული ეფექტი ასტიმულირებს სისხლის ნაკადს. რის შემდეგაც სახის კანი უფრო მბზინვარე და გლუვი ხდება.
გარდა ამისა, რეგულარუად ყინულის პროცედურების ჩატარება, აფერხებს დაბერების პროცესს და ახდენს კანის უჯრედების განახლებას.
როგორ ჩავიტაროთ სწორად ე.წ ყინულის თერმული პროცედურა?
იმისათვის, რომ ყინულის პროცედურები უფრო ეფექტური გახდეს, შეგვიძლია ის მხოლოდ წყლისგან არ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტები.
მაგალითად ანთების საწინააღმდეგო ეფექტისთვის, წყალს დავუმატოთ გვირილის და ყურძნის ზეთის რამდენიმე წვეთი. ხოლო დეტოქსიკაციისთვის მწვანე ჩაის და გრეიფრუტის წვენი.
თუ თქვენი კანი ძალიან მშრალია, წყალი ნაღებთან და კოსმეტიკურ ზეთებთან ერთად გაყინეთ.

ფრთხილად იყავით მცენარეული ინგრედიენტების გამოყენებისას, რადგან შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს.
გთავაზობთ ეტაპებს, როგორ ჩავიტაროთ სწორად ყინულის თერაპია:
გაისუფთავეთ სახე გელით ან საპნით. თუ პროცედურას საღამოს იტარებთ პირველ რიგში, მაკიაჟი მოიშორეთ.
პროცედურის ჩატარება დაიწყეთ დეკოლტეს ტერიტორიიდან. წრიული მოძრაობით გადაადგილდით სახისკენ. თვალის მიდამოებში, ნაზად წაისვით ყინული. ერთ ადგილზე 2-3 წამზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ ყინულს.
არ გაიმშრალოთ სახე პირსახოცით. სახის გაშრობის შემდეგ, წაისვით ტონერი, ნაღები ან შრატი.
ვისაც ალერგიული სახის კანი ან აკნე აქვს, ექიმები ურჩევენ ყინულის პროცედურისგან თავი შეიკავონ. რადგან, შესაძლოა ამან სახის კანის მდგომარეობა გააფუჭოს.






