პირველი ავტომობილის გამოგონებიდან დღემდე უამრავი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი ის ფაქტი რჩება, რომ მანქანისადმი ინტერესი არათუ კლებულობს, არამედ მუდმივად იზრდება. დღეს ნორმალური ავტომობილი თითოეული ოჯახისთვის ერთ-ერთი აუცილებელი საგანია, რომელსაც ყოველთვის ექნება გამოყენება. მანქანებისადმი ინტერესი მცირე ასაკიდანვე იწყება, შესაბამისად ადამიანების უმეტესობა მიზნად ისახავს რაც შეიძლება მალე შეძლოს არამხოლოდ მისი ტარების სწავლა, არამედ პირველი მანქანაც იყიდოს. როგორც წესი, პირველი ავტომობილის შეძენა უმეტესად გამოწვევებთან ასოცირდება, რომელიც პირდაპირ კავშირშია თანხის შეგროვებასთან, თუმცა თუ ყველაფერი დალაგდება ამ კუთხით, შედეგი მოლოდინს ნამდვილად აჭარბებს. პირველი მანქანის შეძენა, ტარება, მოვლა ერთგვარად დამოუკიდებლობის აქტიცაა, რაც თავის თავში ახალი პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, პირველი გატარების შეგრძნება კი ნამდვილად შეუცვლელი ემოციაა.
ავტომობილი დღეს უკვე ყველას სჭირდება, რადგან ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მომენტში შეგიძლია ადგე და საკუთარი მანქანით წახვიდე იქ, სადაც შენს სულსა და გულს გაუხარდება. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რთულია პირველი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული ფინანსური დილემის შეჭიდება, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებოს, უბრალოდ მთავარია ალტერნატივები იცოდე. თუ ავტომობილის შეძენა გაქვს განზრახული მომავალში ავტო სესხი საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც მაქსიმალურად თქვენზე მორგებული იქნება.
უპირველესად მისი მთავარი უპირატესობა საპროცენტო განაკვეთია, ხოლო პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელზე. ვინაიდან სესხი წარმოადგენს მიზნობრივ კრედიტს, მისი აღება შესაძლებელია მხოლოდ მანქანის შესაძენად, რაც საკმაოდ ამარტივებს მის მოხმარებას და შესაძლებელს ხდის ბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული შეთავაზებები შექმნას. აღნიშნული ავტო სესხის უზრუნველყოფა ხდება ავტომობილისვე გირავნობით, თუმცა მართვის უფლება, რა თქმა უნა, თქვენ გაქვთ. პროცესი მარტივია – თვდაპირველად მოძებნით სასურველ მანქანას, დეტალების დაზუსტების შემდეგ კი, თუ მის შეძენას გადაწყვეტთ, უნდა ესტუმროთ სასურველი ბანკის ფილიალს ან ვებ-გვერდს და შეავსოთ კრედიტის განაცხადი. მსგავსი ტიპის ბიუროკრატიული პროცესები მაქსიმალურად გამარტივებულია და დაახლოებით 30 წუთი სჭირდება მის დამტკიცებას.
როდესაც გადაწყვეტთ ავტო სესხი აიღოთ, უპირველესად გაეცანით სხვადასხვა ბანკებისა თუ ფინანსური ორგანიზაციების პირობებს, განიხილეთ ალტერნატივები. გახსოვდეთ, რომ გამოშვების წელი, როგორც წესი, ყველგან შეზღუდულია და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კომპანიებში შეიძლება განსხვავდებოდეს, სტანდარტი უმეტესად ერთია – რაც შეიძლება შემოგთავაზონ არის მინიმუმ 1995 წელს გამოშვებული. ავტო სესხს თავისი პირობებიც აქვს – იმისათვის, რომ კრედიტის აღება შეძლოთ, აუცილებელია მინიმუმ 21 წლის იყოთ, თუმცა ზოგიერთი კომპანიაში 20 წლიდანაც შესაძლებელია განაცხადის შევსება.
ავტო სესხის მოცულობა დგინდება ინდივიდუალურად, ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. კრედიტით სარგებლობისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი. აღნიშნული ტიპის სესხი გრძელვადიანია, შესაბამისად აუცილებელია ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი გქონდეთ, რათა სრულად დაფარვა შეძლოთ. გაითვალისწინეთ, განაცხადის შევსებისას პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად თან უნდა იქონიოთ ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, შესაბამისად მანქანის მფლობელთან უკვე უნდა გქონდეთ გარკვეული სხვადასხვა დეტალი.
(R)







