ბოლო წელმა უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა თანამედროვე ადამიანები, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული მსოფლიო „იძულებული“ გახდა რაც შეიძლება მოქნილი ყოფილიყო და სიახლეები რაც შეიძლება მალე მიეღო. წინა წლებში არსებული ყველაფრის გაციფრულების ტენდენცია კი საკმაოდ აჩქარდა, რამაც გამოწვევებთან ერთაად ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა. ინოვაციური ტექნოლოგიის ათვისება თანამედროვე ნებისმიერი სახის ბიზნესის ზრდისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობაა. ეს ყველაფერი კი ბადებს აუცილებლობას, რომ შემუშავებული იქნეს შესაბამისი სახის თავდაცვის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციის დაცულად შენახვასა და მის მოხმარებას. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესები მნიშვნელოვანია ყველგან მაღალ დონეზე იყოს გამართული, IT უსაფრთხოება კი შესაბამისად დაცული, რადგან ინფორმაციის შენახვისა და გადაცემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტი გამართული იყოს.
გარკვეული ტიპის პროცესების ავტომატიზაცია და მათი გაციფრულება დღეს ნებისმიერი სახის კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის წარმოადგენს წინაპირობას, რომ რესურსები მაქსიმალურად ოპტიმიზირებული იყოს. სწორად დანერგილი და კარგად ჩაშენებული სისტემა ორგანიზაციის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვისაა მნიშვნელოვანი. რესურსების ოპტიმიზაცია განაპირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტების გამოყენებას, მხარდაჭერას, განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. იმისათვის, რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით ორგანიზაციამ დასახულ მიზნებსა და ამოცანებს თავდაჯერებით უპასუხოს, შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევასა და დანერგვასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.
დღეს ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის უამრავი გამოწვევა არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ინფორმაციის დაცულად შენახვაა, რადგან დღეს ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირად ფასობს. კომპანიაში შემუშავებული IT სტრატეგიის პარალელურად, რომელიც ეფექტურად უნდა იყოს განხორციელებული და მისი მონიტორინგი სისტემატიურად ხდებოდეს, ასევე მნიშვნელოვანია, IT გუნდი სწორად იყოს დაკომპლექტებული. მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ხელი გამოცდილმა ადამიანებმა მოკიდონ, ვინაიდან კომპანიისთვის ფუნდამენტი ხშირად სწორედ ამ სისტემის გამართვაზე გადის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ სფეროში რესურსის ჩადება.
ორგანიზაციაში აუცილებელია IT უსაფრთხოება კარგად იყოს დაცული, ვინაიდან კომპანია განვითარების გზაზე სულ უფრო საინტერესო ხდება ე.წ. „ჰაკერებისთვის“, ვინც ინფორმაციის ხელში ჩაგდების მიზნით ყველა ხერხს გამოიყენებს. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა ყველა მენეჯერისთვის, რომ ასეთი ტიპის შეტევების სამიზნე შეიძლება მათი კომპანიაც აღმოჩნდეს, რადგან საფრთხე რეალურია და უამრავი ადამიანს უნახავს მისგან მიღებული ზარალი. კიბერუსაფრთხოებაში მცირე დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს, ამიტომ კომპანიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ეს სფერო საუკეთესო კარგად იყოს მიხედილი. კიბერუსაფრთხოების სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის კომპანიებისთვის, ვინც პირად ინფორმაციას საკუთარ ციფრული ბაზაში ინახავს და შესაძლებელია ინფორმაციის გაჟონვით საკმაო ზიანი მიიღოს.
თავის მხრივ, კომპანიის უსაფრთხოებისათვის კრიტიკულადაა მნიშვნელოვანი დასაქმებულები შესაბამის ინფორმაციას ფლობდნენ ამის შესახებ და სამუშაო ადგილზე ყველა ის დეტალი სწორად იყოს დაცული, რაც ინფორმაციის გარეთ გასვლას შეამცირებს. ერთგვარად ეს მიდგომა სწორი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც საკმაოდ პოზიტიურად აისახები კომპანიის მომავალზეც. დასაქმებულებისთვის შიდა სისტემის გამართულობა დრამატულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ფაქტორი მოქმედებს სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და შესრულებაზე.
(R)









