ცნობილი რუსი რეპერი Miyagi და მისი მეუღლე მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. სასიხარულო სიახლე მათ ცხოვრებაში არტისტის დაბადების დღეზე 13 დეკემბერს მოხდა.
სამი წლის წინ, ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. რეპერის ერთი წლის შვილი დაიღუპა. პატარა მოსკოვის ცენტრში მდებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადავარდა.

ტრაგედიის დროს ბავშვი სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მცირე დროით სამზარეულოში გავიდა, რა დროსაც ბავშვი გადავარდა.

შვილის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, Miyagi დიდი ხნის მანძილზე აღარ ატარებდა კონცერტებს და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ წყვილმა სიცოცხლის ძალა იპოვა.
“ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. მიკვირს ახლა ამაზე რომ ვსაუბრობ. მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ვიმუშაოთ, რადგან შეიძლება გავგიჟდეთ” – განაცხადა რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.







