“ფორბსის” მონაცემებით, რიანა მილიარდერია და, ასევე, ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი მსოფლიოში.
BBC-ს ინფორმაციით, პოპვარსკვლავის ქონება 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა, 1.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მან საკუთარი კოსმეტიკური კომპანიიდან Fenty Beauty მიიღო. ასევე, რიანამ მისივე თეთრეულის კომპანიის Savage x Fenty საშუალებით 270 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
რიანამ, რომლის ნამდვილი სახელი არის რობინ ფენტი, კომპანია Fenty Beauty 2017 წელს დააარსა.