მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის შვილს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. 7 წლის დანის პირველი ანალიზის აღებისას პასუხი დადებითი უთხრეს, მეორე დღეს, კლინიკაში გადამოწმებისას – უარყოფითი. დაბნეული და დასტრესილი მსახიობი ლუგარის ლაბორატორიაში მისვლას და სისხლის ანალიზის პასუხს ელოდებოდა. დანის კოვიდის კვალი არ აღმოაჩნდა.
ბედნიერი ნანკა სოციალურ ქსელში დანის ხუმრობას აქვეყნებს.
ნანკა კალატოზიშვილი: – მორიგი დიალოგი შვილთან.
მე: დანი, ამ ბოლოს დროს ლ-ს ამაგრებ და ენა უკნიდან მიაჭირე კბილებს, წინ ნუ მოგაქვს.
ცოტა ხანში ისევ – დანი, ლილელა გააკეთე.
გავიდა დრო, ისევ გააძრო მაგარი ლ.
– აუ, დანი მიაჭირე კბილებს უკნიდან ენა.
დანის მაგრა მობეზრდა, გამომხედა და მითხრა: – აუ, წინა კბილები არ მაქვს.
ფოტო – “ფორტუნა”







