მას შემდეგ რაც მომღერალმა ეკა მამალაძემ საზოგადოებას გაანდო, რომ მისი ქალიშვილი ნატალია ქუთათელაძე ორსულად არის, მის მიმართ საზოგადოების ინტერესმა იმატა.
ცოტა ხნის წინ ნატალიკომ “ინსტაგრამსთორიში” ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნანი ბრეგვაძეც ჩანს. ნანი შვილიშვილის, ნატალიკოს მუცლადმყოფ ბავშვს ეფერება.
ნატალია შვილს სექტემბერში ელოდება. მომღერლის რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა, წყვილი ამჟამად საქართველოში იმყოფება.