21 თებერვალს სუპერმოდელი სინდი კროუფორდი 55 წლის გახდა. მისი ქალიშვილი, კაია გერბერი დედას საჯაროდ ულოცავს დაბადების დღეს და მის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს: „დაბადების დღეს გილოცავ, ლამაზო დედა.“ – წერს კაია.
View this post on Instagram
„დაბადების დღეს ვულოცავ ადამიანს, რომელიც ყოველთვის მაძლევს მოტივაციას, რომელიც დღითიდღე უფრო ლამაზდება. მიყვარხარ,“ – წერს კაია გერბერი ფოტოს აღწერაში. მან ასევე სინდის ახალგაზრდობის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც დედა მრავალი კომპლიმენტით შეამკო: „სუპერ დედა, სტილის დედოფალი.“








