გუშინ 35 წლის ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდოს და მისი 25 წლის მეგობარი გოგონას ჯორჯინია როდრიგესის საერთო შვილი ალანი სამი წლის გახდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, პატარას დედამ ინსტაგრამის გვერდზე გოგონას აქამდე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა. სადაც ახალშობილი ალანი მშობლებთან ერთად არის გადაღებული.

“სუფთა სიყვარული. გვიყვარხარ ჩვენო ცხოვრებავ, ეს ბედნიერი სამი წელია” – დაწერა როდრიგესმა.

ქალიშვილს დაბადების დღე მიულოცა კრიშტიანუ რონალდომაც.

“მადლობა, რომ მოხვედი ჩვენს ცხოვრებაში. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო პრინცესა. შენს მამას უყვარხარ” – დაწერა რონალდომ.








