როდესაც ტექნიკის შეძენას ვგეგმავთ, აუცილებელია, კარგად ავწონ-დავწონოთ მოწყობილობების უარყოფითი და დადებითი მხარეები, თუ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომ მათში გადახდილი თანხა რამდენიმე თვეში წყალში გადაყრილი აღმოჩნდეს.
ამ სტატიაში ნოუთბუქების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე მოგიყვებით, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, გეტყვით ტექნიკის მაღაზია elk.ge-ის ონლაინ პლატფორმის შესახებ, სადაც შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ტექნიკა: მობილური, ნოუთბუქი, ყურსასმენი და სხვა აქსესუარები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.
ნოუთბუქების 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი:
- ეკრანის ხარისხი
- ზომა
- ბატარეის გამძლეობა
- ოპერატიული მეხსიერება
- მეხსიერების მოცულობა
ეკრანის ხარისხი
ეკრანის ხარისხი ის მახასიათებელია, რომელიც გარდა კომფორტისა, მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისკენ. თუ ყოველდღიურად კომპიუტერთან რამდენიმე საათს ატარებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მისი ეკრანი თქვენს თვალებს გაუფრთხილდება. გირჩევთ, შეარჩიოთ მოწყობილობა, რომელსაც მინიჭებული აქვს საერთაშორისო “eyecare” (თვალების დაცვის) სერთიფიკატი.
ზომა
თუ მომხმარებლების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც პრიორიტეტული პორტატული გაჯეტის ქონაა, აუცილებლად შეარჩიეთ მცირე ზომის, მსუბუქი და თხელი ნოუთბუქი.
ელემენტის გამძლეობა
და კიდევ ერთხელ – თუ კომპაქტურ და კომფორტულ მოწყობილობას ეძებთ, რომელსაც ნებისმიერ ადგილზე თან ატარებთ, თქვენთვის იდეალური გამოსავალია ნოუთბუქი, რომელსაც ექნება მძლავრი ბატარეა. სხვაგვარად მოგიწევთ, მუდამ დენის წყაროს სიახლოვეს იყოთ.
ოპერატიული მეხსიერება
კარგი ოპერატიული მეხსიერება ნებისმიერი გაჯეტის მაღალი წარმადობით მუშაობის უმთავრესი გასაღებია. ნებისმიერი ნოუთბუქი, რომელსაც ადამიანები სამუშაოდ იყენებენ, აღჭურვილია მძლავრი ოპერატიული მეხსიერებით, რათა მუშაობის პროცესი მაქსიმალურად კომფორტული და სწრაფი იყოს.
მეხსიერების მოცულობა
და ბოლოს, მეხსიერების დიდი მოცულობა ისეთივე სასარგებლოა ტექნიკისთვის, როგორც ადამიანების შემთხვევაში. ეს პარამეტრი დაგეხმარებათ განუსაზღვრელი რაოდენობის მონაცემისა თუ ფაილის უსაფრთხოდ შენახვაში.
თუ ნოუთბუქის, მისი აქსესუარების (ყურსასმენი, დინამიკი და სხვ.) ან სხვა ტიპის ტექნიკის შეძენას აპირებთ, მახასიათებლების გარდა, დაგჭირდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად შეიძინოთ ისინი საუკეთესო ფასად. სწორედ ამიტომ, სტატიაში გაგიზიარებთ დამატებით რჩევას, ბონუსის სახით.
ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.elk.ge და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთები ონლაინ, რამდენიმე წუთში.
elk.ge-ის ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომლებიც მსოფლიოს ტოპ ბრენდების მიერაა წარმოებული. პროდუქტების ასორტიმენტი განაწიბულია რამდენიმე კატეგორიაში. ესენია:
- სარეცხის მანქანები
- მაცივრები
- კლიმატური ტექნიკა
- ციფრული ტექნიკა და აქსესუარები
- თავის მოვლის პროდუქტები
- მობილურები და გაჯეტები
- ყურსასმენი, დინამიკი და სხვ.
დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ საიტს: www.elk.ge ან დარეკეთ ნომერზე: 0322 518 815
(R)