ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადაცემა “Super ბებიები” დახურეს. როგორც მისი ერთ-ერთი წამყვანი, მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, მიზეზად ფინანსური კრიზისი დასახელდა.
მსახიობს ამ სიახლემ გული დაწყვიტა, რადგანაც როგორც გვითხრა, ის-ის იყო, რომ გადაცემის წაყვანით მაგრად “აკაიფდა”, სწორედ მაშინ დახურეს თოქშოუ.
ახლა სერიალ ჩცდ-ს გადაღებების განახლებას ელოდება. პარალელურად სურს, რომ ბებია რეალურად გახდეს.
ლაურა რეხვიაშვილი: – რომ მეკითხებიან შვილიშვილი თუ გყავსო, სახე მეღრიჯება. მინდა მყავდეს და ამიტომ… ახლანდელ ახალგაზრდებს შვილის დაგეგმვა სცოდნიათ. მაგალითად, გაისად სააღდგომოდ გავაჩენთ, ან – საახალწლოდ. 21-ე საუკუნეს ასე უსწავლებია. ჩემებს ეს დაგეგმილი ვადა გაუვიდათ, მაგრამ ახლა კოვიდმა შეაჩერათ. მარტო ჩემები არ აუფორიაქებია ამ ვირუსს. გადაივლის და გააჩენენ.
ჩემი რძალი, მარიამი ქირურგიის ცენტრში მენეჯერია. სამ დღეში ერთხელ უღებენ პისიარ ტესტს. ის რომ ასეთ ვითარებაში ფეხმძიმე იყოს, ან მოვკდები, ან გავგიჟდები. რომ წარმოვიდგენ, ასეთ დროს ჩემი შვილიშვილი რომ მუცელში ეჯდეს, ხომ შიშისგან გამწარებულ დღეებში ვიქნები?!







