აშშ-ს პირველმა ლედიმ არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ხმის მისაცემად ის დილაადრიან ფლორიდის საარჩევნო უბანზე მივიდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მისცა მან ხმა მეუღლესთან, დონალდ ტრამპთან ერთად, განაცხადა, რომ სურდა საკუთარი პოზიცია არჩევნების დღეს დაეფიქსირებინა და აქვე დასძინა, რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობს.

პირველმა ლედიმ არჩევნების დღესაც არ უღალატა ჩვეულ სტილს და საზოგადოების წინაშე, დახვეწილად და ელეგანტურად წარსდგა. მას “გუჩის” კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 4000 დოლარია.

მას ასევე ეცვა Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი და “ჰერმესის” ჩანთა ეჭირა. უცხოური პრესის ცნობით, საარჩევნო ლუქი, პირველ ლედის 20 000 დოლარი დაუჯდა.
აშშ-ს პირველმა ლედიმ კამერების წინ, ირონიულად გადახედა იმ ხალხს, რომლებმაც მისი გამოჩენისთანავე ჯო ბაიდენის სასარგებლოდ დაიწყეს სკანდირება.

50 წლის მელანია ტრამპი, კრიტიკის ქარცეცხლში მაინც მოექცა, მას ხმის მიცემისას პირბადე არ ეკეთა.








