The talk show-ს წამყვანებმა ოჯახსა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრეს. მაყურებელს საკუთარი გამოცდილება ნატა ასათიანმაც გაუზიარა:
„მახსოვს ჩემი განცდა, როცა სულ პატარა ვიყავი, ეს იშვიათად ხდებოდა, როცა კი მესმოდა ჩემი მშობლების დაძაბული საუბარი, კონფლიქტი, ჩხუბი, ვიდექი ხოლმე დერეფანში, კარს ვუყურებდი და მხოლოდ ერთ ვფიქრობდი, რომ ღმერთო, ოღონდ ახლა მამამ არ დამტოვოს. მამამ არ დამტოვა, დღემდე ჩემთან არის, მთავარი ფიგურაა ჩემი ცხოვრების, მაგრამ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ იმაზე, პატარების კიდევ უფრო პატარა გულებში რა ქარცეცხლი ტრიალებს. ბავშვის გათვალისწინება მთავარია“ – ამბობს ნატა ასათიანი.








