ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი გადაცემის სტუმარს გოჩა ნუცუბიძეს ურჩია, ერთმა მშობელმა მეორეზე, ბავშვს ცუდი არ უთხრას.
“მე ვფიქრობ, ბავშვს მშობელი თუ ზრდის მშობლის ზიზღში, პირველ რიგში ვნებს საკუთარ შვილს.
მე ორი შვილი მყავს და პირველ შვილთან ალბათ ბევრ შეცდომას ვუშვებდი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი და ალბათ, მარიამთან და მამამისთან მაქვს შეცდომა დაშვებული.
რაც შეეხება ახლა საბას, სულ ვეუბნები, რომ მას ჰყავს ძალიან კარგი მამა. შეიძლება რაღაცაზე მეც გავბრაზდე, მეც მეწყინოს, მაგრამ ჩემმა შვილმა მინდა, თავი იგრძნოს კომფორტულად, ბედნიერად, რომ დედავ კარგი ჰყავს და მამაც” – თქვა ჟორჟოლიანმა.







