ორშაბათი, აპრილი 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“სახლიდან ღამის სამ საათზე გამომაგდო, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, არც გზის ფული მქონდა”

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
თებერვალი 4, 2021
- მთავარი ამბავი.., სიახლეები
0
“სახლიდან ღამის სამ საათზე გამომაგდო, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, არც გზის ფული მქონდა”
325
გაზიარება
1.8k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანდალური და თამამი იმიჯით გაიცნო, თუმცა დღეს 2 შვილის დედაა და იმიჯიც რადიკალურად შეიცვალა. ის უკვე ორი წელია საყვარელი ადამიანის გვერდითაა და მალე დაქორწინებას აპირებს. თამუნამ აღნიშნა, რომ მის საყვარელ მამაკაცს დიდი სურვილი აქვს, საზოგადოებაც ისეთ თამუნა ვაშალომიძეს ხედავდეს, როგორიც ის სინამდვილეშია.
„ხალხი სხვანაირად მიყურებს, ის და ჩემი მეგობრები სხვანაირს მხედავენ, არა ისეთს, როგორიც ხალხის კომენტარებში ვჩანვარ და როგორიც სხვებს ვგონივარ. სულ მეუბნება, მინდა ხალხმაც ისეთი გაგიცნოს, როგორსაც ჩვენ გიცნობთო… შეიძლება სხვების თვალში ძლიერი ვჩანვარ, მაგრამ გულის
სიღრმეში მეც მწყინს ბევრი რამ“ – აღნიშნა მან მერიკო კარტოზიას გადაცემაში “სიკეთე მარტივია” და თავისი ცხოვრების მძიმე დღეები გაიხსენა, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა ის სახლში არ შეუშვა.
„50 ლარი დამაკლდა. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად და იმ თვეში დაბალი ხელფასი ავიღე. ვთხოვე, 15 დღეში დაგიმატებ-მეთქი. ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით 3 საათზე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო. თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და ველოდი, გათენებამდე ველოდი, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო… ადამიანებს უკან უბრუნდებათ
ყველაფერი ცუდი.“
როგორც აღმოჩნდა, თამუნას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და საოპერაციოდ ემზადება.“როცა ფოტოებს ვიღებ, მთლიან ფეხს არასოდეს ვაჩენ. ძვლის პრობლემა მაქვს და ცუდად ჩანს. ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ნახა ჩემი ფეხები და ერთ ჟურნალისტს მისწერა, გავასაჯაროვოთ თამოს ფოტოები და დავცინოთ, რა ცუდი ფეხები აქვსო. ამ ჟურნალისტმა მაჩვენა ეს მინაწერი“.
თამუნამ შვილების აღზრდაზეც ისაუბრა. „სოფია გათამამებული მყავს. არ შემიძლია, მკაცრი დედა ვიყო, მაგალითად, ჩუსტებს რომ არ იცმევს, ვეუბნები, მეც არ ჩავიცმევ და გავიცვდები-მეთქი. მერე თვითონ იცმევს. პატარა რომ ხელში მიჭირავს სულ, ამაზეც ეჭვიანობს. ამიტომ სხვანაირად ვუდგები. ვეუბნები, მოდი ერთად ვაჭამოთ, ერთად გამოვუცვალოთ, მოდი, თითები დაუთვალე… ვცდილობ, სულ ეკონტაქტოს და შეუყვარდეს” – ამბობს თამუნა ვაშალომიძე.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved