სასექსის ჰერცოგინიას შესახებ დაწერილი წიგნის “არასწორად გაგებული მეგანი” ავტორმა შონ სმიტმა, განაცხადა, რომ ყოფილ მსახიობთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ, პრინცი ჰარი უკეთესი გახდა და გაუმჯობესდა.
სწორედ ამას ციტირებს გამოცემა daily star.
მწერლის თქმით, მეგან მარკლი სამეფო ოჯახის მშვენებაა: ის მშვენიერი ქალია, მაგრამ სულ სხვანაირი წარუდგინეს საზოგადოებას. საბედნიეროდ, ხალხს აქვს საშუალება გაიგოს, რა არის სიმართლე.
მე არ მინდა სამეფო ოჯახის სხვა წევრების, პრინცი უილიამსის, კეიტ მიდლტონის დამცირება, მაგრამ მეგან მარკლის ცხოვრების სულ სხვა გამოცდილება აქვს.
ვფიქრობ მეგანმა მათ ცხოვრებაში მოიტანა ის, რაც მათ ძალიან აკლდათ” – წერს ავტორი.
შეგახსენებთ 2020 წლის 8 იანვარს მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახი დატოვეს და შტატებში გადავიდნენ საცხოვრებლად.
