ახლადგამომცხვარი მამა, აჩიკო სოლოღაშვილი, ჩვენთან საუბარში, პატარა ალექსანდრეს ასე აფასებს – “ძალიან საყვარელია”. სანი პირველ მარტს დაიბადა. პატარა ამჟამად ნუცას მშობლების სახლშია.
როგორც მსახიობი და ტელესახე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, შვილმა სულ შეუცვალა ცხოვრება, გახადა ბევრად თბილი და აღიარებინა, რომ სხვა დანარჩენმა, მეორე პლანზე გადაინაცვლა.
აჩიკო სოლოღაშვილი: – მე, ჯერჯერობით, ხელში ჭერა ვისწავლე. მეტს ვერაფერს ვაკეთებ (იცინის). ისედაც ჩვილ ბავშვებს ვერასდროს ვიჭერდი ხელში, წლინახევრამდე. მეგონა, რაღაცას ვატკენდი. სანიმ ეს შიში მომიხსნა. ნელ-ნელა ვეპარები და ვსაწავლობ რაღაცებს. მინდა ამინდები გამოვიდეს, რომ ვასეირნო. ზაფხულში უფრო თამამი და გამოცდილი მამა ვიქნები.
ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, რაც სანიმ შემოანათა ჩვენთან. ამაში უკვე დავრწმუნდი. სანი უპირველესია და მის გარშემო ვტრიალებთ ყველა. პირველი კაცია.
მე თითქოს ბევრად უფრო თბილი და მოსიყვარულე გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მოკლედ, ჩვენც ვანათებთ სანის შემხედვარე.







