მუსიკოსი, ჯგუფ “ნიუტონის” სოლისტი, თამარ ბაბილუა, რომელსაც საზოგადოება მეტსახელი ბაბით იცნობდა, დღეს 33 წლის გახდებოდა.
ბაბი 2019 წლის მარტის მიწურულს, მძიმე სენთან ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
“ნიუტონის” დრამერი, ლევან ჯოჯო აბშილავა მეგობარს იხსენებს.
“ბაბიკ, გილოცავ შენს დღეს, ჩვენო შეუცვლელო და მოუნელებელო ტკივილო და მარადიულად ჩვენთან მყოფო, ბაბიკუნ.
ვაჟკაცობის, მეგობრობის, ნიჭიერების, ძლიერების და კიდევ უამრავი თვისების მაგალითი ბაბიკო. ვიცი, რომ მაქედან სულ ხარ და ბევრ რამეში მეხმარები მე პირადად. სარეპეტიციოში რომ შევდივართ და სულ გვგონია, რომ დაგხვდები.
მენატრები შენ გადარეულო.
ვიცი, რომ არ გიყვარს ეს წიკი-წიკი ტექსტები, რომ გააშვანშვალებენ ხოლმე. ხოდა, აი, ხომ ხედავ, მოკლედ დავწერე, ჩემო ბაბიკ” – წერს დრამერი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე.







