სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” თაკო კორინთელის გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამჯერად “ბარბარიკამ” სერიალიდან უხმაუროდ წასვლა გადაწყვიტა – ტელეწამყვანად მუშაობა არჩია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
როგორც მსახიობმა ჟურნალ „გზასთან“ თქვა, რომ უნდა ტელევიზიას დაუბრუნეს, მაგრამ არა მსახიობის, არამედ ტელეწამყვანის ამპლუაში.
„ტელევიზიაში დაბრუნებაზე დიდხანს ვფიქრობდი: გარდა იმისა, რომ სერიალში ვმონაწილეობდი, მსურდა, ტელევიზიაში ჩემი პროფესიითაც დავბრუნებულიყავი. 5-წლიანი პროფესიული პაუზა მქონდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე, დილის გადაცემის წამყვანობას დავთანხმებოდი…
ტელეარხიც, სადაც “ჩემი ცოლის დაქალები” გადის, შემოქმედებითი გუნდიც ძალიან მიყვარს. მათთან მუშაობა კომფორტული იყო, მათთან ერთად გატარებული წლები – ძალიან კარგი. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ სერიალს “გამოვეთიშე”, ცოტა თუ დიდი ხნით – არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალში აღარ ვიქნები…
ჩემი პერსონაჟის – ბარბარიკას “ხაზს” რაც შეეხება, ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება: საერთოდ, გაგრძელდება თუ არა ან თუ გაგრძელდება, ვინ იქნება როლში“,- ამბობს თაკო კორინთელი.







