სამშაბათი, აპრილი 21, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
დეკემბერი 28, 2020
- კვირის TOP 5, სიახლეები
0
„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)
1.4k
გაზიარება
7.6k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებულებით დაკავებული ორივე პირი – როინ გეგეჭკორი და კახა ქირია „კანონიერ ქურდ“ „შლაპას“ მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს – ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს – ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

 

 

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

„ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს.

ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ბიზნესმენებსა და მას შორის“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. როლანდ გეგეჭკორი „კანონიერ ქურდად“ 1985 წელს, 27 წლის ასაკში „აკურთხეს“.

აღსანიშნავია, რომ ის ცნობილი კრიმინალური დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია. „კანონიერი ქურდები“ იყვნენ მისი ძმა და მამა – რაულ და ნოე გეგეჭკორებიც.

ამჟამად იგივე სტატუსს ფლობს როლანდ გეგეჭკორის ვაჟი, რუსლან გეგეჭკორიც, რომელსაც „შლაპა უმცოროსის“ და „ზიზოს“ მეტსახელებით იცნობენ.

გეგეჭკორების ოჯახი, „კანონიერი ქურდები“: ნოე გეგეჭკორი, როლანდ გეგეჭკორი, რუსლან გეგეჭკორი, რაულ გეგეჭკორი და ზუგდიდში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ახლახანს დაკავებული როინ გეგეჭკორი

33 წლის „შლაპა უმცროსის“ სახელი ფიგურირებს შსს-ს მიერ მიმდინარე წლის მარტში ჩატარებულ სპეცოპერაციაში, რა დროსაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააპატიმრეს. მათ კავშირი ჰქონდათ რუსლან გეგეჭკორთან, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმეს უცხოეთიდან, სკაიპის მეშვეობით არჩევდა.

 

 

ე.წ. ქურდის „ტიტული“ 2014 წელს, მამის მსგავსად 27 წლის ასაკში მიიღო. ბოლოს ის რუსეთში დააკავეს და 2018 წელს ქვეყნიდან გააძევეს.

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved