ორშაბათი, აპრილი 20, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“შობის დილას ხინკლის სურნელზე ვიღვიძებდით” – ეთერ თათარაიძე

თამარ გონგაძე - თამარ გონგაძე
იანვარი 8, 2021
- სიახლეები
0
“შობის დილას ხინკლის სურნელზე ვიღვიძებდით” – ეთერ თათარაიძე
574
გაზიარება
3.2k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე “პრაიმამბებთან” ბავშვობისდროინდელ შობას იხსენებს, როგორ აღვიძებდა 7 იანვრის დილას დედის მოხვეული ხინკლის გამაბრუებელი სურნელი.

 

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ეთერ თათარაიძე: – შობის დილას ხინკლის სურნელზე ვიღვიძებდით. დედა ჩუმად აკეთებდა ამ რიტუალს. და რომ წამოვხტებოდით, ქვაბში ჩაყრილ ხინკალს გვახვედრებდა. ენთო სანთელი, მაგიდაზე იყო გულებიანი ფერადი კანფეტები და ბევრი ბატი-ბუტი, ხის თასით. თოვლის, ღრმა სიბერის სიმბოლოდ, ალბათ. დედა შობას დიდ თასს დახალავდა. და ძველით ახალ წელს, დილით, ჩემი ძმები ბატი-ბუტით სულ შემოფანტავდნენ მთელ სახლს.

აუცილებლად გვქონდა თაფლი და ჩურჩხელა. ზამთარში ბარში ვცხოვრობდით, თუშეთიდან ალვანში ჩამოვდიოდით.

ხინკალი, ძირითადად, ცხვრის გვქონდა. თუმცა შერეულსაც ამზადებდა დედა. მამა დეკეულს დაკლავდა და დაამარინადებდნენ. მერე ზამთარში ვიყენებდით კერძებში. წყალში დაალბობდნენ და როგორც ახალი დაკლული ხორცი, ისე იყო. მერე ხანჯლით დაკაფავდნენ და დედა შერეულ ხინკალსაც აკეთებდა.

თუშური ცხვრის ხინკალი საგანგებოა. სრულიად სხვა არომატი აქვს. მე ვერ ვჭამ ვერავის ცხვარს, გარდა თუშურისა.

ხინკლის გულსართს ურევდა წყალთქონდარას, წიწაკას, მარილს. ხახვს ხორცსაკეპში ატარებდა, ან ძალიან წვრილად დაკაფავდა. წითელ წიწაკას თბილ წყალში ალბობდა და იმის წყალს ასხამდა გულსართს, მწარე რომ არ ყოფილიყო და წიწაკის არომატი რომ ჰქონოდა. ნიორს ცალკე დანაყავდა, ერბოს ან კარაქს გაადნობდა და მაგიდაზე დგამდა. ხინკალს რომ მოკბეჩდი, კოვზით უნდა ჩაგესხა ნიორი და ერბო.

ყველას გვიყვარდა დაფიცხებული ხინკალი. დიდ ტაფაზე წითლად შებრაწავდა. ვაიმე, ძალიან გემრიელი იყო.

მე სხვადასხვანაირი ხინკალი ვიცი. ფანტაზიებით ვამზადებ – ველურს, ტყიურს, შერეული გულებისას… ეთერო ხინკალს სუპივით აკეთებსო, ამბობენ. ადვილია ჩემთვის. ბავშვობიდან ვაკეთებ. კვირა არ იყო, რომ ერთხელ მაინც არ გვქონოდა ხინკალი. მასტერკლასი უნდა გავაკეთო-მეთქი, ვხუმრობ.

შობის დღეს სიმშვიდე და სილაღე უხდება. სიმშვიდე მოსულიყოს ქვეყანაზე, ვიყოთ ბედნიერები…

თამარ გონგაძე

თამარ გონგაძე

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved