დღეს თემურ წიკლაური 75 წლის გახდა. განსაცდელს, რომელშიც არტისტი ამჟამად იმყოფება, ისევე არწივისებურად დახვდა, როგორც შეეფერება. ბრძოლას აგრძელებს და ეს ბრძოლა იოლი არ არის. არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმედ ითვლება. იუბილარი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზეა… მკურნალობაში ოჯახმა გერმანელი პროფესორიც ჩართო. კორონავირუსისგან დაზიანებული ფილტვების აღდგენას დრო სჭირდება.
მამის პორტრეტს “პრაიმტაიმის” მკითხველს ქეთი წიკლაური უხატავს. მან თქვა, რომ უჩვეულოს მამაზე ვერაფერს იტყვის, მშობელი ხომ ყველასთვის განსაკუთრებულიაო. თუმცა ყველას მშობელი სახალხო არტისტი არ არის, არც ყველას მამისთვის შეურქმევიათ სცენის არწივი…
ქეთი წიკლაური: – ვერ გეტვით, რომ ოჯახში, დაბადების დღეების აღნიშვნის სურვილი, განსაკუთრებულ ჟრუანტელს გვგვრის. არტისტებს ახლა აქვთ საშუალება, თორემ იმ დროს არტისტი მოკრძალებულზე კიდევ უფრო ნაკლებად ცხოვრობდა. უჭირდათ, სასაცილო თანხებს უხდიდნენ. ამიტომ დაბადების დღეებს არც იხდიდნენ. თანაც ჩემს მშობლებს მთელი ცხოვრება სცენაზე ყოფნის ზეიმი ჰქონდათ, მერე ბანკეტი და ასე შემდეგ, ამიტომაც ხალხმრავლობა მოყირჭებული ჰქონდათ და სახლში დასვენება უნდოდათ, მარტივად ცხოვრება. გაგრძელება…







