სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი სამხედრო წვრთნას გაივლის და ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვება. ანა აკობიანი ინფორმაციას Facebook-ით ავრცელებს:
“ხვალიდან 13 ქალისგან შემდგარი დანაყოფი, ჩემი ჩათვლით, სამხედრო წვრთნებს გაივლის. რამდენიმე დღეში საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. არც ჩვენი სამშობლო და არც ჩვენი ღირსება მტერს არ დანებდება”, – წერს ანა აკობიანი.







