ნინო ცქიტიშვილის და ვატო ნაცვლიშვილის ოჯახი მუდმივად ყურადღებიუს ეპიცენტრშია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათმა ქალიშვილმა, უმშვენიერესმა თაკო ნაცვლიშვილმა მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების სამოსი მოირგო და ქართული მოდის ამბასადორი გახდა უცხოეთში.
დის კვალს გაჰყვა ნაცვლიშვილი-ცქიტიშვილის უმცროსი და, ანა ნაცვლიშვილი. გოგონამ წელს “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა და საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკა.
ისევე, როგორც თაკო, ანაც დედის – ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტო “ლუქ მოდელსის” მოდელია.
ანა ნაცვლიშვილი შეყვარებულია, მისი რჩეული ცნობილი ენდოკრინოლოგის ქეთი ასათიანის და ოფთალმოლოგის გიორგი ჩიჩუას ვაჟი, სანდრო ჩიჩუა გახლავთ.
ექიმების წყვილს სამი შვილი ჰყავთ, უფროსი ქალიშვილი ლიზა საზოგადოებას ცოტა ხნის წინ, ირაკლი მაქაცარიამ საცოლის ამპლუაში წარუდგინა.
ლიზა მღერის და სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემებში იღებს მონაწილეობას. ქეთი ასათიანმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი სამივე შვილი შეყვარებულია.