ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

თამრიკო გვერდწითელი ყოფილი ქმრის გარდაცვალებას ეხმაურება – რას წერს რუსული ესტრადის ქართველი დივა?

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
მაისი 21, 2021
- მთავარი ამბავი, სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
თამრიკო გვერდწითელი ყოფილი ქმრის გარდაცვალებას ეხმაურება – რას წერს რუსული ესტრადის ქართველი დივა?
1.2k
გაზიარება
6.7k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გუშინ ცნობილი სატელევიზიო რეჟისორი კახა კახაბრიშვილი გარდაიცვალა. რამაც უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. კახა კახაბრიშვილი მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე იყო, თუმცა სანამ სარეჟისორო ფაკულტეტზე მოხვდებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ჩააბარა.

კახა კახაბრიშვილის მეუღლე გახლდათ, ცნობილი ქართველი მომღერალი თამრიკო გვერდწითელი. წყვილს საერთო ვაჟი ჰყავთ. თამრიკო გვერდწითელი კარიერის ასაწყობად რუსეთში სწორედ ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა. მან პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ორჯერ შექმნა ახალი ოჯახი, მაგრამ ის ოჯახებიც დაენგრა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მომღერლის ყოფილ ქმარს ოჯახი აღარ შეუქმნია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან მისი და თამრიკო გვერდწითელის ურთიერთობაზე ისაუბრა.

– მოხდა ისე, რომ მე და თამრიკო გვერდწითელს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მასზე 15 წლით უფროსი  ვიყავი. დიდი ხანი ვიცნობდი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინა 22 წლის ახალგაზრდა ასული. ყავაზე დავპატიჟე, წამოვიდა… და მერე ყავა ისეთი ტკბილი აღმოჩნდა, დავქორწინდით და ალექსანდრე გვეყოლა. სამწუხაროდ, ერთი შვილი გვყავს, საბედნიეროდ, კარგი შვილი გვყავს… სანდრო 29 წლის არის, სამხედრო პოლიგლოტია, მომავალი წლის დასაწყისში ლონდონში სადოქტორო დისერტაციას დაიცავს.


– რამდენი წელი იყავით ერთად და დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– 12 წელი ვიყავით ერთად, დღემდე ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. შვილი გვყავს საერთო. სანდროს გარდა, არც მას ჰყავს სხვა შვილი და არც მე…
– თამრიკოსთან დაშორების შემდეგ, ოჯახის შექმნაზე აღარ გიფიქრიათ?
– როცა ერთმანეთს დავშორდით, მე 50 წლის ვიყავი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შვილიშვილის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა… თან მე დავინახე, რომ ჩემს შვილს მაინცდამაინც არ გაუხარდებოდა, ჩვენს შორის ვინმე გაჩენილიყო, თუნდაც მეუღლის სახით. ამიტომ ჩემს პირად ცხოვრებაზე უარი ვთქვი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რამე დამაკლდა ამით. უარი ჩემი შვილის გამო ვთქვი.
– თქვენ და თამრიკოს მეორე შვილზე არ გიფიქრიათ?
– არ ეცალა ჩემს ქალბატონს ამისთვის… არის მომენტი, როცა რაღაც გზა იხსნება და მიდიხარ. მარტო თამრიკოს არ დაემართა ასე, ბევრს მოსვლია… როცა ჩვენ შევუღლდით, ასეთი პირობა გვქონდა – მინიმუმ ორი შვილი გვეყოლებოდა. თვითონაც ასე ფიქრობდა მაშინ, მაგრამ სცენის პროჟექტორებმა დაბრმავება იცის, ძალიან ბრჭყვიალაა, როცა ანათებს. ეს არავითარი ირონია არ არის, ჩემი გულის ტკენაა. მე მინდოდა, უფრო მეტი შვილი მყოლოდა და, ვფიქრობ, ისიც ასე ფიქრობდა…

ყოფილი ქმრის და მისი ვაჟის მამის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად მომღერალი, რომელმაც ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

“წავიდა კახა კახაბრიშვილი – საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში.

„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა…”-წერს გვერდწითელი.
PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved