ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, თავსი საავტორო გადაცემა „ვარსკვლავები გვამცნობენ“ სამძიმრით დაიწყო. მან მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის შესახებ ისაუბრა.
„ლეგენდარული ადამიანი დავკარგეთ. თქვენ იცნობდით მას, როგორც მომღერალს მე კი მის პიროვნებას ვხედავდი. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით თემური მერწყული იყო, მას აინტერესებდა ფილოსოფიურ-ოკულისტურ-ეზოტერიული საკითხები. კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან და ხედავდა ყველა ნოტის ფერს. ერთხელ მის პიროვნებას სპეციალურ გადაცემას მივუძღვნი“,- განაცხადა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.
ცნობისთვის, მომღერალი თემურ წიკლაური, პირველ თებერვალს 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.










