უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა უცხოური ტაბლოიდები ტომ კრუზის ახალი რომანის შესახებ ალაპარაკდნენ.
ტაბლოიდები, ინსაიდერებზე დაყრდნობით წერენ, რომ 58 წლის ვარსკვლავის რჩეული მსახიობი ჰეილი ეტველია, რომელიც “შეუსრულებელი მისია 7”-ში თამაშობს.


“ლოკდაუნით გამოწვეულმა სხვადასხვა ვითარებებმა, ისინი ძალიან დაახლოვა” – წერს გამოცემა The Sun ინსაიდერებზე დაყრდნობით.
თუმცა ამბობენ იმასაც, რომ მათ მხოლოდ საქმე აკავშირებთ და არანაირი რომანტიკა წყვილს შორის არ არის.


შეგახსენებთ, 2012 წლის შემდეგ, პრესა ტომ კრუზის რომანზე აქტიურად პირველად ალაპარაკდა.









