როგორც იცით, 2021 წლის 9 აპრილს ბრიტანეთის ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი – პრინცი ფილიპი გარდაიცვალა.
ბრიტანეთი პრინც ფილიპეს საბოლოოდ 17 აპრილს გამოემშვიდობება. ქვეყანაში დაშვებულია დროშები. პრინცის დაკრძალვას ბრიტანეთში დაესწრება პრინცი ჰარი, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია მეუღლესთან მეგან მარკლისთან ერთად სამეფო ოჯახიდან წავიდა და აშშ-ში ცხოვრობს.

უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ პრინცი ჰარი სამეფო კონსორტის დასაფლავებაზე მეუღლის გარეშე გაემგზავრება. მედიის ცნობით, მეგან მარკლის ფრენა ექიმმა აუკრძალა.
სამეფო ოჯახიდან წასული ჰერცოგინია, ზაფხულში ბავშვს ელოდება და ექიმები თვლიან, რომ ნაყოფი ფრენას ვერ გადაიტანს.








