ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თავისი ენამახვილი ფეისბუქპოსტებით ცნობილია. ამჯერად ფანჯიკიძე დამიზნებით სროლის მასტერკლასს გვიტარებს.
ნათია ფანჯიკიძე: – ყოველი ახალი წლიდან სიახლე შემაქვს აღზრდის მეთოდებში. სამინისტროსავით სტაგნაციაში კი არ ვარ. ხოდა, დედიკო-მეთქი, ჩემ ქალიშვილს ვეუბნები – გოგო/ქალი არ უნდა ბილწსიტყვაობდეს, კეთილად უნდა მეტყველებდეს, ია და ვარდი სცვიოდეს ბაგეთაგან, – მიბოძეთ ხილფაფა გეთაყვა, ჟღურტულით მიმართავდეს გვერდზე მყოფს და რატომ იცი? როცა ცხოვრების გარდუვალობა შეიქმნება – ვაიიი, შე ლეეეეეეღვოოოოო, – რომ დაუღრიალებ ვისაც საჭიროა, მოულოდნელობისგან ელდანაკრავი ის ვიღაც, სამთვენახევარი გონში ვეღარ ვარდებოდეს-მეთქი. დამიზნებით სროლის გაკვეთილები ჰქვია ამას.







