ალექსანდრა პაიჭაძეს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ პაიჭაძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.
მოდელი და ცნობილი „ინფლუენსერი“ წერს, რომ კვირას, დღის მეორე ნახევარში ყნოსვის შეგრძნების დაკარგვით მიხვდა, რომ შესაძლოა კორონავირუსი ჰქონოდა და სწრაფი ანტიგენ-ტესტი გაიკეთა, რაზეც დადებითი პასუხი ერთ საათში მიიღო.
„ოთხშაბათის მერე, ვისთანაც მქონდა კონტაქტი და შეხვედრა, გადაემოწმეთ, თავს მოუფრთხილდით. მთავარია ენერგიულად ვიყო. დღეს დილიდან ვივარჯიშე, სოდიანი წყლის ორთქლით ვისუნთქე, ვიტამინებს ვსვამ, ოთახს ვალაგებ, კომედიური ჟანრის ფილმს ვუყურებ. დიდი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მიკითხვის მაგივრად, ყველაფერი მომაკითხავს სახლში. დაბადების დღესაც აქ შევხვდები. ვაჰ, არადა მაგარი გეგმები მქონდა“, – დაწერა მოდელმა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდა, სასარგებლო რჩევები მისცენ.







