დღეს დილით გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათია ჰქონდა და გულის გადანერგვას საჭიროებდა. გიორგის დასახმარებლად ანგარიშის ნომერი დეკემბრის ბოლოს გამოვაქვეყნეთ. მასზე ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდი “იალქანი” აქვეყნებდა.
ინფორმაციას გიორგის გარდაცვალებაზე 17 წლის ქრისტინე ხაბეიშვილი გვატყობინებს, რომელიც თავის ბათუმელ თანატოლს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით იცნობდა.
როგორც ქრისტინე გვიყვება, მძიმე დიაგნოზის მქონე თანატოლის შესახებ მას “ფეისბუქით” ამცნეს და მეგობრებთან ერთად მის დასახმარებლად მზად იყო.
ქრისტინე ხაბეიშვილი: – მე და ჩემს მეგობარს, შაკო შოშიაშვილს გვსურს საქველმოქმედო ფონდის “მადლის ყულაბის” შექმნა, რომ შეჭირვებულ ოჯახებსა და იმ ადამიანებს დავეხმაროთ, ვისაც გადაუდებელი ოპერაციები სჭირდებათ. გვეხმარება ნინი ჯანაშვილიც. პირველი ეტაპისთვის ჩვენი სოციალური ქსელები გამოვიყენეთ, ჩავრთეთ ლაივები და საზოგადოებას ორი ადამიანის დახმარებისკენ მოვუწოდეთ. დეკემბრის ბოლოს ვიყავით ლაგოდეხში, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახს ვსტუმრობდით. ხუთი პატარადან, ერთს ანემია აქვს. ჩვენი “ლაივჩართვის” შემდეგ, მერიამ ოჯახს ისევ დაუნიშნათ დახმარება. გაგრძელება…







