ბერი ანდრიას დედა, დედა თინათინ ჩხვიმიანი თინა მაღალაშვილმა და თეა დარჩიამ დაასაჩუქრეს. დიზაინერმა მაღალაშვილმა პალტო აჩუქა, მოცეკვავემ კი – თავის სახელოსნოში შეკერილი ჩექმა.
თინათინ ჩხვიმიანი: – თინა სულ მანებივრებს თავისი კაბებით. თავისით მიკერავს და მჩუქნის. მე თავს იმის ფუფუნებას ვერ ვაძლევ, რომ ჩემს სამოსში ამხელა თანხები ვიხადო.

ახლა პალტოების ახალი ხაზი გააკეთა, ჯიბეზე ბაბუაწვერით. რა საყვარელი ბაბუაწვერებია-მეთქი, ვუთხარი. უცებ დამირეკა და მითხრა, მოდი, შენი ბაბუაწვერა გელოდებაო. მივედი და პალტო დამახვედრა. ძალიან მომეწონა. ცოტა რომ გახალისდე, ჯიბესთან ბაბუაწვერას ეს დეტალი დავამატეო.
და თეა დარჩიამ “თედასის” შავი ფეხსაცმელი მაჩუქა. ასე გამომაწყეს.
მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ზოგჯერ რაღაც მეც მიხარია. რამდენს “გავქაჩავ”, არ ვიცი. მადლობა მათ, რომ ჩემზე ზრუნავენ.








