კვირა, აპრილი 19, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“სახეზე მარწყვიც წამისვია, კენკრაც და მაწონიც” – როგორია დალი ჩიტალაძის სახის კანის მოვლის რუტინა

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ოქტომბერი 14, 2020
- მთავარი ამბავი., ჯანმრთელობა
0
“სახეზე მარწყვიც წამისვია, კენკრაც და მაწონიც” – როგორია დალი ჩიტალაძის სახის კანის მოვლის რუტინა
150
გაზიარება
832
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

ცნობილი ქართველი ქალი, მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე მუმდივად შესანიშნავ ფორმაშია და ის საკუთარ ასაკთან შედარებით  ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოყურება.

როგორ ინარჩუნებს გლუვ სახის კანს და ახალგაზრდულ იერს, ამის შესახებ ცნობილმა მანდილოსანმა „პრაიმამბებს“ უამბო.

ასევე იხილეთ

“მივალ ამ ურჩხულ ექიმთან, ვწვდები უგემოვნოდ შეღებილ თმებში, დერეფანში ვათრევ და ყოველ პალატასთან ვარტყმევინებ თავს-მეთქი” – დიზაინერი ბებიასთან დაკავშირებულ მძიმე ისტორიაზე

რამე რომ დაემართოთ, თავს ვერ ვაპატიებ – რატომ თქვა უარი ზღვაზე დასვენებაზე სალომე გოგიაშვილმა

რამდენი ხნით ადრე უნდა გავიკეთოთ ფილერი კორონავირუსის ვაქცინაციამდე?

„მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“ – ცნობილი გახდა ნაომი კემპბელის გასაიდუმლოებული შეყვარებულის შესახებ, ვისთან ერთადაც მოდელი ქალიშვილს გაზრდის

– ქალბატონო დალი, როგორ ინარჩუნებთ ახალგაზრდულ და ჯანსაღ კანს?

– პირველი რჩევა არის, არ მოწიოთ ქალბატონებო! ვინც ეწევა მათ უნდა იცოდნენ, რომ მოწევაზე თავის დანებება ძალიან მარტივია. მეშვიდე წელია რაც აღარ ვეწევი და ბედნიერი ვარ, თურმე რა კარგი ყოფილა სიგარეტის გარეშე ცხოვრება.

მე ჩემს გვერდზე არასოდეს ვაკეთებ იმის რეკლამირებას, რაც ვიცი რომ არ ვარგა. ერთხელ კინაღამ შეცდომაში შევედი, გასახდომი კოქტეილების რეკლამა შემომთავაზეს, გამოცდილი არ მქონდა ჩემს თავზე და ავჩქარდი. გახდომა არის მხოლოდ პირის დაკეტვა. ყველანაირი კოქტეილები სისულელეა.

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. როგორც ვიკვებებით ისე გამოიყურება ჩვენი სახის კანი, თმა და ფრჩხილები.

– ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ძილის წინ C ვიტამინის მიღება სახის კანისთვის სასარგებლოა…

– C და D ვიტამინები აუცილებელია ადამიანისთვის. C ვიტამინი ხელს უწყობს ზრდის ჰორმონს, ის ბავშვებისთვისაც რეკომენდირებულია, რადგან ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას.

როდესაც გვძინავს, სწორედ მაშინ ხდება ჩვენი კანის რეგენერაცია.

– როგორ იწყება თქვენი დილის რიტუალი?

– დილით სანამ შხაპს მივიღებ ვცდილობ სახეზე ნიღაბი წავისვა. 15-20 წუთი მაქვს ეს ნიღაბი და შემდეგ ვიღებ შხაპს. მნიშვნელობა არ აქვს სახლში დამზადებულ ნიღაბს დაიდებთ თუ მზას იყიდით. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე მიყვარს პაჩები, რომელიც ძალიან იაფად იყიდება.

დროის სიმცირის გამო, ძირითადად ვყიდულობ ნიღბებს, მაგრამ ზაფხულში სახეზე მარწყვიც წამისვია, კენკრაც და მაწონიც.

კვირაში სამჯერ ვიყენებ სახის სკრაბს, მაგრამ ყოფილა როცა სკრაბი გამთავებია და მჭადის ფქვილი გამომიყენებია მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად.

ვინც დილით სამსახურში მიდის, ნიღბის წასმის შემდეგ, სახე უნდა გაიწმინდოთ მატონიზირებელი ლოსიონით, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი და ბოლოს გაიკეთეთ მაკიაჟი. რაც შეეხება საღამოს რუტინას, მეიკაფით და დაუბანელი სახით დაძინება არ შეიძლება, ჩათვალეთ იმ ღამეს ბერდება თქვენი კანი.

თვალზე მაკიაჟს ნივეას, გარნიეს და ლორეალის ზეთით ვიშორებ. ის არ აღიზიანებს თვალს. ასევე რეკომენდირებულია შრატი და ბოლოს ღამის კრემის წასმა. რაც არ უნდა დაღლილები იყოთ, აუცილებლად ჩაიტარეთ ეს პროცედურები და ერთ საათში ან საათნახევარში დაიძინეთ.

Tags: დალი ჩიტალაძე
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

“მივალ ამ ურჩხულ ექიმთან, ვწვდები უგემოვნოდ შეღებილ თმებში, დერეფანში ვათრევ და ყოველ პალატასთან ვარტყმევინებ თავს-მეთქი” – დიზაინერი ბებიასთან დაკავშირებულ მძიმე ისტორიაზე
სიახლეები

“მივალ ამ ურჩხულ ექიმთან, ვწვდები უგემოვნოდ შეღებილ თმებში, დერეფანში ვათრევ და ყოველ პალატასთან ვარტყმევინებ თავს-მეთქი” – დიზაინერი ბებიასთან დაკავშირებულ მძიმე ისტორიაზე

- Prime Ambebi
აგვისტო 23, 2021
რამე რომ დაემართოთ, თავს ვერ ვაპატიებ – რატომ თქვა უარი ზღვაზე დასვენებაზე სალომე გოგიაშვილმა
კვირის TOP 5

რამე რომ დაემართოთ, თავს ვერ ვაპატიებ – რატომ თქვა უარი ზღვაზე დასვენებაზე სალომე გოგიაშვილმა

- Prime Ambebi
აგვისტო 16, 2021
რამდენი ხნით ადრე უნდა გავიკეთოთ ფილერი კორონავირუსის ვაქცინაციამდე?
კვირის TOP 5

რამდენი ხნით ადრე უნდა გავიკეთოთ ფილერი კორონავირუსის ვაქცინაციამდე?

- PRIMEAMBEBI.GE
ივნისი 1, 2021
„მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“ – ცნობილი გახდა ნაომი კემპბელის გასაიდუმლოებული შეყვარებულის შესახებ, ვისთან ერთადაც მოდელი ქალიშვილს გაზრდის
მთავარი ამბავი.

„მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“ – ცნობილი გახდა ნაომი კემპბელის გასაიდუმლოებული შეყვარებულის შესახებ, ვისთან ერთადაც მოდელი ქალიშვილს გაზრდის

- PRIMEAMBEBI.GE
მაისი 20, 2021
“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”
მთავარი ამბავი.

“ოჯახის დანგრევისთვის კი არა, დანგრევის მცდელობისთვისაც დავბლოკავდი კი არა – დავმარხავდი”

- PRIMEAMBEBI.GE
მაისი 18, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved